სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეშტიის N2 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლემ წოვინარ ჩარჩიანმა საერთაშორისო ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა
25-02-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადებში და საამაყო შედეგებს აჩვენებენ. 

ეშტიის სკოლის დირექცია გვაცნობს მეხუთე კლასის წარმატებულ და საამაყო მოსწავლეს, წოვინარ ჩარჩიანს, რომელმაც სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა.

„ეშტიის N2 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე წოვინარ ჩარჩიანი, ძალიან ნიჭიერი მონდომებული და ბეჯითი მოსწავლეა. იგი ინტენსიურად ესწრებოდა გონებრივი არითმეტიკის გაკვეთილებს და ბეჯითად მეცადინეობდა იმისთვის რომ საერთაშორისო ოლიმპიადაში წარმატებული შედეგი ეჩვენებინა. წოვინარ ჩარჩიანი ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა, საიდანაც გამარჯვებული დაგვიბრუნდა. მან პირველი ადგილი დაიკავა და ასახელა ჩვენი სკოლა, პედაგოგები და ქვეყანა. ეგ დიდი სიამაყეა ჩვენთვის. ვულოცავთ წოვინარს და ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ “, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
ამ ეტაპზე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
 

სკოლაში სპორტისა და ჯასნაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება