| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის ეზოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ამჟამად, სკოლაში გარე სპორტული მოედნის მოწყობა და ეზოს შემოღობვა ხორციელდება.
სკოლაში ინფრასტუქტურული ცვლილებები ახარებთ და აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეებს სწავლის გარდა, სპორტისა და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობაც ექნებათ.
სკოლის დირექტორი მადონა კოპალეიშვილი მადლობას უხდის ვანის მუნიციპალიტეტის მერიას, საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.
„მადლობა ზრუნვისთვის, მხარდაჭერისთვის და ჩვენი ბავშვების მომავლისთვის!
სკოლა მხოლოდ საკლასო ოთახი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები იზრდებიან, ვითარდებიან, მეგობრობენ და მომავალზე ოცნებებს იწყობენ.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის მერია ჩვენი სკოლის მიმართ იჩენს.
ამჟამად ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს გარე სპორტული მოედნის მოწყობისა და სკოლის ეზოს შემოღობვის სამუშაოები. ეს ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ცვლილება არ არის - ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, მოწესრიგებული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად.
როგორც სკოლის დირექტორი გულწრფელ მადლობას ვუხდი ვანის მუნიციპალიტეტის მერიას განხორციელებული საქმისთვის და ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს თანადგომისთვის.
მადლობა, თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში. თქვენი მხარდაჭერა ჩვენი სკოლისა და ჩვენი ბავშვებისთვის უდიდესი სტიმულია.
როდესაც კეთდება საქმე ბავშვებისთვის, იქმნება უკეთესი მომავალი! გვჯერა, რომ ჩვენი სკოლის ეზო მალე კიდევ უფრო ლამაზი, უსაფრთხო და სიცოცხლით სავსე გახდება.
მიქელეფონის სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ვანის მუნიციპალიტეტის მერიას და ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ჩვენი სკოლისა და ჩვენი მოსწავლეების მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ