| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ეკოლოგიურ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რათა გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
ეკოლოგიაზე ზრუნვა კი პასუხისმგებლობით იწყება, ამიტომ სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლის გარემოს მცველებმა ახლახან ვიდეორგოლი ჩაწერე, რომ საზოგადოების თითოეულ წევს ხმა მიაწვდინონ და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობა შეხსენონ.
„პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები დიდ ცვლილებებს იწვევს! მოვუაროთ ბუნებას დღეს, რათა უკეთესი ხვალინდელი დღე გვქონდეს! გახდი გარმოს მცველი და შეცვალე პატარ-პატარა ნაბიჯებით სამყარო უკეთესობისაკნ!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და დასძენენ, რომ მოხალისეობა არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდებისა და ჯგუფებისთვისაა სასარგებლო, არამედ მთლიანი საზოგადოებისთვისაც. ის აყალიბებს სამოქალაქო ცნობიერებას, აძლიერებს თანადგომისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის განცდას. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული მოხალისეობაში, მით უფრო ძლიერი და პროგრესული იქნება საზოგადოება.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი პედაგოგები არიან - ეკატერინე დოლიძე და ლელა გრძელიშვილი.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ