სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სიახლე, რომელიც რუსთავის საგამოცდო ცენტრში აპლიკანტებს დახვდებათ
20-06-2018
-
+


„წელს რუსთავის საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით იქნება აღჭურვილი“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილა Etaloni.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, რუსთავში პილოტირების პროცესი იქნება და თუ გაამართლა, შემდეგ ყველა საგამოცდო ცენტრში დაამონტაჟებენ კონდიციონერებს.

კითხვაზე თუ რატომ შეირჩა რუსთავის საგამოცდო ცენტრი და არა რომელიმე სხვა, მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ სხვებთან შედარებით ყველაზე ცხელი რუსთავის საგამოცდო ცენტრია:

„მეტ-ნაკლებად ყველაზე ცხელი არის რუსთავის საგამოცდო ცენტრია. სკოლის ფანჯრები, სადაც გამოცდები ტარდება, რუსთავი-თბილისის მაგისტრალს უყურებს და სექტორებს პირველ საათზე მზე ადგება. პერმანენტულად უბერავს ცხელი ქარი. აქედან გამომდინარე, ფანჯრის გაღება-არგაღებას მნიშვენლობა არ აქვს. სწორედ ამიტომ წელს რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება კონდიციონერი,“ - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა

ამასთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შეიძლება კონდიცირებამ აპლიკანტების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიოს:

„მე მართლა ძალიან ვნერვიულობ, ზოგს კონდიცირება არ უყვარს და შეიძლება პრეტენზიები დაიწყოს, რომ გავცივდი, ყელი ამტკივდა და ამიტომ ვერ დავწერე ან კონდიცირების ხმამ დამაბნია. ვიღაც იტყვის ჩართეთ - ვიხრჩობი. 15 ადამინი ზის სექტორში და შეუძლებელია, ყველას ერთდროულად შეუთანხმდე პირობებთან დაკავშირებით. აქამდე კონდიციონერები არ იყო და ფანჯრების გაღება-არგაღებაზე ვერ თანხმდებოდნენ. ზოგი პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ უბერავს და სხვა ადგილას ითხოვდნენ გადასმას. სასაცილოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთ-ერთ აპლიკანტს პრეტენზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩიტების ჭიკჭიკი მიშლის ხელს, დახურეთ ფანჯარა, თორემ ვერაფერს ვერ დავწერო. აქედან გამომდინარე, რთულია ყველას მოერგო, ვის რა სჭირდება. საქართველოს მასშტაბით 800 საგამოცდო სექტორი გვაქვს და ამ პროცესის მართვა ძალიან რთული იქნება. პილოტირების პროცესი გვექნება წელს რუსთავში. თუ გაამართლა, მერე ყველა საგამოცდო ცენტრში დაამონტაჟებენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა კონდიციონერებით სექტორების აღჭურვა,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გპირდებით, სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო“

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება