სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

14 წლის ბიჭმა, მენტალურ არითმეტიკაში ექვსი რეკორდი დაამყარა
20-02-2025
-
+


ინდოეთში 14 წლის მოზარდი ცხოვრობს, რომელიც მენტალური არითმეტიკის გენიოსადაა ცნობილი. ბიჭი ყოველწლიურად რეკორდებს ამყარებს, წელს კი ერთდროულად რამდენიმე შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. 

აარიან შუკლა, 14 წლის ვუნდერკინდია მაჰარაშტრას შტატიდან, რომელიც  გასაოცარ არითმეტიკულ, ზეპირ გამოთვლებს აკეთებს - შეკრება-გამოკლებას, გამრავლებას, გაყოფას, კვადრატული ფესვის ამოყვანას რეკორდულად სწრაფად ახერხებს.

12 თებერვალს, აარიან შუკლამ გინესის რეკორდების წიგნის კომისიის წევრთა წინაშე წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და ერთ დღეში ექვსი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის დუბაიში გინესის რეკორდების წიგნის მიწვევით სწორედ ამ მიზნით ჩავიდა და ბრწყინვალე შედეგიც აჩვენა: 

  • 100 ოთხნიშნა რიცხვის ზეპირად ყველაზე სწრაფად შეკრება (30,9 წამი);
  • 200 ოთხნიშნა რიცხვის ზეპირად, ყველაზე სწრაფად შეკრება (წუთი და 9,68 წამი);
  • 50 ხუთნიშნა რიცხვის ზეპირად, ყველაზე სწრაფად შეკრება (18,71 წამი);
  • 20-ნიშნა რიცხვის ზეპირად,  ყველაზე სწრაფად გაყოფა ათნიშნა რიცხვზე (10 მაგალითი 5 წუთში, 42 წამში);
  • ორი ხუთნიშნა რიცხვის გონებაში, ყველაზე სწრაფად გამრავლება (10 მაგალითი 51,69 წამში);
  • ორი რვანიშნა რიცხვის ზეპირად, ყველაზე სწრაფად გამრავლება (10 მაგალითი 2 წუთში 35,41 წამში).

ეს მისი ბოლო მიღწევაა, რასაც წინ უძღოდა 2023 და 2022 წლებში მოპოვებული წარმატება. 13 წლის ასაკში მან დაამყარა თავისი პირველი გინესის რეკორდი, როდესაც იტალიური სერიალის Lo Sho Dei Record-ის გადაღებისას 25,19 წამში 50 ხუთნიშნა რიცხვი ყველაზე სწრაფად შეკრიბა. 2022 წელს კი, გერმანიის ქალაქ პადერბორნში, აარიანმა გონებრივი გამოთვლების პრესტიჟული  ჩემპიონატი მოიგო. 


განსაკუთრებული უნარები აარიანმა ადრეულ ასაკში წარმოაჩინა, მენტალური არითმეტიკით კი 6 წლიდან დაკავდა. დღეს, კონკურსებში აქტიურად მონაწილეობს და, როგორც თავად აღნიშნავს, ვარჯიშს დღეში რამდენიმე საათს უთმობს.

მიუხედავად მიღწევებისა, ის ჩვეულებრივი მოზარდია, ჰობითა და ინტერესებით. მათემატიკას საყვარელ საგნად არ ასახელებს, აინტერესებს ისტორია, ფიზიკა, გეოგრაფია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. უხარია, რომ ნიჭი შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოში იმოგზაუროს და საინტერესო ადგილები ნახოს. 

წყარო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება