| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელების ორგანიზებით ინტერნეტ უსაფრთხოების დღე აღინიშნა.
ღონისძიების მიზანი იყო ინტერნეტ უსაფრთხოების საკითხების შესახებ სასკოლო საზოგადოების, მოსწავლეთა მშობლების, თემის,ინფორმირებულობისა და „ციფრული წიგნიერების“ დონის ამაღლების ხელშეწყობა. ინტერნეტში ისეთი ქცევების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ტექნოლოგიები პასუხისმგებლობის, სხვებისადმი პატივისცემის, კრიტიკული მიდგომის საფუძველზე.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები თემაზე: კიბერბულინგი, კიბერუსაფრთხოება, ივენთი Code Week 2025, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სხვადასხვა პროგრამების დახმარებით ( Canva.com, Word Art, Postermywall, Pixel Art და სხვა).
შექმნეს პოსტერები და ნახატები.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს ელექტრონული სერთიფიკატები. ეს დღე ამჟამად 130 -ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
იხილეთ ღონისძიებაში ჩართული ჯგუფებისა და ხელმძღვანელების ჩამონათვალი:
eTwinning -ის ჯგუფის ხელმძღვანელები: ლ.ხვიჩავა, ი.სოსელია, მ.ქარდავა, ნ.ჯოჯუა;
სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ხელმძღვანელი: მ. არახამია,
ეკოკლუბ „ფესვების“ ხელმძღვანელი: მ.ქარდავა
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
რომელ სკოლებს შეეხოთ მინისტრის ბრძანება - რა შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება