სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლასურიაშის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას საინტერესო ღონისძიებით შეუერთდა 
12-02-2025
-
+


ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის წიგნის შეყვარება და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისიება.

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიბაში მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები.

ბავშვებმა თანატოლებსა და მასწავლებლებს წაუკითხეს მათთვის საყვარელი მონაკვეთები: ნოდარ დუმბაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ჰაპერ ლის, რაკელ პალაცოს, თინათინ
ბერიძის ნაწარმოებებიდან.

ღონისძიების ბოლოს ჩატარდა ვიქტორინა, რომელშიც ორი გუნდი მონაწილეობდა.

მოსწავლეებმა თითქმის ყველა კითხვას სწორად უპასუხეს. თამაში ერთი ქულის სხვაობით დასრულა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება