სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობა ცნობილია
11-02-2025
-
+


2025-2026 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობები განისაზღვრა.

2025-2026 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა  2 250 000 ლარით განისაზღვრა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 2 000 000 ლარით

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვროს 205 000 ლარით.

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 80​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვროს 45 000 ლარით.

2025-2026 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 ლარისა.

2025-2026 სასწავლო წლისათვის გათვალისწინებული თანხის 60,04%, 1 200 800 ლარი განაწილდეს ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრულ მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე, პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:

ა) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;

გ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;

დ) განათლება − 6,07%;

ე) ჰუმანიტარული − 6,07%;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;

ზ) ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;

თ) სამართალი − 3,07%;

ი) მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;

კ) აგრარული − 2,17%;

ლ) ჯანდაცვა − 1,17%;

მ) ხელოვნება − 0,67%.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრა

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება