სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა
11-02-2025
-
+


ქუთაისის N33 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო შეხვედრა პატარებთან. მოსწავლეებმა ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს და ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა ყოველი ნაბიჯი ბიბლიოთეკაში, კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ასამაღლებლად  მასიურად
იმართება სხვადასხვა აქტივობა, მათგან აღსანიშნავია, ნინო ცირამუას წიგნის კრებულის პრეზენტაცია, ნოდარ დუმბაძის შემოქმედების განხილვა და ა.შ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება