სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აბაშის N1 სკოლის მოსწავლეები წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ
11-02-2025
-
+


ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის წიგნის შეყვარება და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლება. ამიტომ, აბაშის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

მათ შორის, სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი.

„წიგნის კითხვას კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის ავითარებს ჩვენს ფანტაზიას და გადავყავართ სამყაროში რომელზეც წიგნი მოგვითხრობს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ახლახან, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მსოფლიოში ცნობილ ღონისძიებას აბაშის N1 საჯარო სკოლის თვითმმართველობა და  სააბაზო საფეხურის მოსწავლები ხალისითა და დიდი შემართებით შეუერთდნენ. მათ სკოლის ბიბლიოთეკიდან შეარჩიეს სხვადასხვა ჟანრის წიგნები და წაიკითხეს მათი საყვარელი სიუჟეტები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მკითხველთა კლუბი კვლავ გააგრძელებს წიგნის საერთაშორისო დღეების აღნიშვნას. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება