სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს
11-02-2025
-
+


ლეტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

5 თებერვალს, ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ლენტეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან ერთად აღნიშნეს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე.

ახალგაზრდებმა ხმამაღლა წაიკითხეს მათთვის სასურველი ლექსები და მოთხრობები როგორც ქართულ, ისე სვანურ ენაზე და მსმენელს წარუდგინეს სვანი პოეტებისა და მწერლების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები.

„სასიამოვნო გარემო, სასიამოვნო ადამიანებთან ერთად,  ძალიან შთამბეჭდავი იყო, რისთვისაც ფანაგის საჯარო სკოლის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდი მასპინძლებს, ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თითოეულ თანამშრომელს და დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება