სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კრწანისის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე კვირეულად აქციეს 
10-02-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგობენენ, კითხვის კულტურას ასწავლიან და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

ამის ნათელი მაგალითია, რომ მოსწავლეები წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ. 

პედაგოგ თამუნა პოპიაშვილის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის მსოფლიო დღეს კვირეული მიუძღვნეს და წიგნიერების სამყაროში დიდი სიხარულით იმოგზაურეს. 

„ჩვენი ლამაზი ისტორიის კიდევ ერთი ლამაზი დღე კვირისა! ჩვენს კლასში მუდამ კითხვის დღეა, მაგრამ ასე დავაგვირგვინეთ „საერთაშორისო კითხვის დღე“ და კვირეულად ვაქციეთ! წიგნებს თვალს ვადევნევთ, ყურს ვუგდებთ და ცხოვრებას ვსწვლობთ! გისურვებთ, რომ განათლებული ნასწავლები გამოხვიდეთ და თქვენი და თქვენი ქვეყნის ბედნიერებისათვის გამოგადგეთ თამუნა მასწავლებელთან შეძენილი ცოდნა .მიყვარხართ გამორჩეულად!“,- წერს პედაგოგი თამუნა პოპიაშვილი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება