სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნი ყველა ბავშვს“ - გუდაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საქველმოქმედო აქცია მიუძღვნეს
07-02-2025
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას მეტად საინტერესო და ორიგინალური აქტივობით შეუერთდა. 

მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, მოაწყეს საქველმოქმედო აქცია - „წიგნი ყველა ბავშვს“.

აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, შეაგროვეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკითხავი ლიტერატურა და
შეგროვილი წიგნები საჩუქრად გადასცეს გუდაურის საბავშვო ბაღს.

ამ საქველმოქმედო აქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ბაღის პატარა აღსაზრდელებში, ასევე პედაგოგებში. პატარები ხალისითა და ინტერესით გაეცნენ წიგნებს. სკოლის მოსწავლეებმა კი მათ ზღაპრები წაუკითხეს. ბაღის პედაგოგებმა და დირექციამ დიდი მადლობა გამოხატეს მოსწავლეებისა და სკოლის მიმართ და აღნიშნეს, რომ გადაცემულ ლიტერატურას აქტიურად გამოიყენებენ სააღმზრდელო პროცესში.

„მოგახსენებთ რომ გუდაურის საჯარო სკოლის მეცხრე კლასელებისგან შემდგარი ეკოკლუბი აქტიურადაა ჩართული ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში და მდგრადი განვითარების 17 მიზანთან დაკავშირებულ ბევრ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი „ხარისხიანი განათლება“ იყო ერთ-ერთი მოტივატორი აღნიშნული საქველმოქმედო აქციისა, რომელიც ჩვენმა ბავშვებმა განახორციელეს.

ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი პროექტები და სასიკეთო საქმეები მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, -აღნიშნა გუდაურის სკოლის მეცხრე კლასის დამრიგებელმა ცისანა ქვრივიშვილმა და ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება