სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზღაპრული საახალწლო კვირეული ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“
09-01-2025
-
+


ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ წინასაახალწლო დღეები ნამდვილ დღესასწაულად იქცა. მოეწყო საახალწლო კვირეული, რომელის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

საახალწლო კვირეული მეორე კლასის მოსწავლეებმა გახსნეს. პატარებმა ძალიან საინტერესო და მომხიბვლელი ღონისძიება შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას და მაყურებელი ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ირმა სახელაშვილი ხელმძღვანელობდა.

საახალწლო კვირეულის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცეს პირველკლასელებმა. პატარების საახალწლო პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოება განსაკუთრებულად მოხიბლა. ღონისძიება დამრიგებლის მზია ბარამაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

პირველკლასელებისთვის მოეწყო საახალწლო ფოტოსესიაც. საზეიმოდ გამოწყობილმა პირველკლასელებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ბევრი იხალისეს. 

კვირეულს დიდი ზარ-ზეიმით შეუერთდნენ მე-3 კლასელებიც. მათ, დამრიგებლის - ხათუნა ავალიანის ხელმძღვანელობით საახალწლო კარნავალი გამართეს და ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებს ზღაპრული განწყობა და დაივიწყარი ემოციები აჩუქეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინგლისური ენის პედაგოგის - მეგი იმნაძისა და რუსული ენის მასწავლებლის - ელისო სვანიძისი ჩართულობით გაიმართა. 

ქათულ-ევროპულ სკოლა ორნატში“, 27 დეკემბერს, საახალწლო კვირეული დასკვნითი საზეიმო ღონისძიებით დასრულდა.

ღონისძიებაში IV,V,VI,VII,VIII,IX და X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ამ შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ -  ქართული ენისა და ლიტერეტურის მასწავლებლები: სოფიკო აბესაძე და თამარ გვრიტაძე.

მოსწავლეებმა თავიანთი ლამაზი და მხიარული ნომრებით სკოლაში ჯადოსნური საახალწლო გნწყობა დაატრიალეს და მაყურებელი მეტად კმაყოფილი და ემოციებით სავსე დატოვეს.

ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შეჰმატა, სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იფანის“ მიერ შესრულებულმა საცეკვაო ნომრებმა, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის ანსამბლის მოცეკვავეებსა და მათ ქორეოგრაფებს: მთვარისა ჩაფიჩაძეს და მამუკა გაჩეჩილაძეს.

ღონისძიებაზე დირექციამ დააჯილდოვა სკოლის X კლასის მოსწავლეები - თეკლა კიკნაველიძე და ლიზი ხუსკივაძე, რომლებმაც 11 დეკემბერს გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში პირველი ადგილი დაიკავეს. მათ გადაეცათ დიპლომები და მედლები.

ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა - სოფიო კვინიკაძემ სამადლობელი სიგელი გადასცა ღონისძიების ორგანიზატორებს, ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და მათ მშობლებს და დამსწრე საზოგადოებას საუკეთესო სურვილებით მიულოცა დამდეგი წელი.

სკოლის დირექცია დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის საახალწლო ღონისძიებების ხელმძღვანელებს, ასევე განსაკუთრებულ  მადლიერებას გამოხატავს მშობლების მიმართ, რომელთაც ღონისძიებების მომზადებისას იაქტირეს და შვილებისა და მათი დამრიგებლების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება