| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი, ლია ელაშვილი ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, VIII- IX -X-XII კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო საახალწლო პროგრამა. მოსწავლეებმა შეასრულეს და გააჟღერეს ბევრისთვის ნაცნობი სიმღერები, წარადგინეს ქართული ცეკვები. IX კლასის მოსწავლემ, გაგა გოჩიტაშვილმა წაიკითხა საკუთარი ლექსები.
„ახალი წელი ხომ მთელი მსოფლიოსთვის წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის ახალი იმედებით და კეთილი სურვილებით. ახალი წლის დადგომა თითქოს ლამაზ ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავს, რომელიც ყველას ტკბილ ბავშვობაში გვაბრუნებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მანანა შიხაშვილის დაწერილი ლექსები გააცნეს.
ბოდბისხევის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს და ასევე ღონისძიების ორგანიზატორს და ხელმძღვანელს, ლია ელაშვილს ლამაზად დასამახსოვრებელი წინა საახალწლო დღეებისთვის და საზეიმო განწყობის შექმნისთვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ