TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა ეწოდებათ და როგორ გამოიყურებიან თოვლის ბაბუები სხვადასხვა ქვეყანაში?
02-01-2025
-
+


თოვლის ბაბუა საახალწლო და საშობაო დღესასწაულების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულ სახელებსა და ვიზუალს ატარებენ. მისი ფესვები ხალხური ტრადიციებიდან და მითებიდან მოდის, რაც მას განსაკუთრებულად მრავალფეროვანს ხდის. მოდი, გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის თოვლის ბაბუას.

დავიწყოთ, ყველაზე პოპულარული სანტა კლაუსით

ამერიკა და კანადა – სანტა კლაუსი - Santa Claus. სანტა კლაუსი ტრადიციულად წითელ სამოსს ატარებს, რომელსაც თეთრი ბეწვი აქვს შემოვლებული. მას  წითელი ქუდი ახურავს და შავი ჩექმები აცვია. სანტას ფესვები ნიდერლანდებშია – მისი სახელწოდება მომდინარეობს „სინტერკლაასიდან“, წმინდა ნიკოლოზის ერთ-ერთი სახელიდან. 1823 წელს დაწერილი ცნობილი პოემა - A Visit from St. Nicholas (ანუ The Night Before Christmas) მისი დღევანდელი სახის ფორმირებაში დაეხმარა. სანტა მფრინავი მარხილით მოგზაურობს და ბავშვებს საჩუქრებს უტოვებს.

ფინეთი – იოლუპუკი - Joulupukki.  იოლუპუკის სახელი ნიშნავს „შობის თხას“. ტრადიციულად მას ცხოველის ტყავი აცვია, თუმცა თანამედროვე ფინეთში ის სანტას მსგავსი წითელი ტანსაცმლითაა წარმოდგენილი. იოლუპუკი თავდაპირველად მითიური თხა იყო, რომელიც საშობაოდ სახლებს სტუმრობდა. დროთა განმავლობაში თხის კოსტიუმიანი ადამიანი ნამდვილ თოვლის ბაბუად გარდაიქმნა.

იაპონია – ჰოტეიოშო - Hoteiosho. ჰოტეიოშოს ტრადიციული იაპონური სამოსი აცვია, ხოლო მხარზე საჩუქრებით სავსე ტომარა აქვს გადაკიდებული. იაპონიაში ტრადიციული თოვლის ბაბუა ბუდისტური მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც ბავშვების ქცევას აკვირდება და მხოლოდ დამჯერს აჯილდოებს.

იტალია – ბეფანა - Befana. ბეფანა, ტრადიციული იტალიელი „ალქაჯი“, შავ კაბასა და შარფს ატარებს. ბეფანა ტრადიციულად 6 იანვარს, სამეფოთა ხსენების დღეს მოდის და ბავშვებს საჩუქრებს უტოვებს. ლეგენდის მიხედვით, იგი სწორედ იმ დღეს მობოდიშების ნიშნად მოგზაურობს, როცა ბეთლემში სამმა მოგვმმა ჩვილი იესო მოინახულეს.

მექსიკა – ელ ნინიო დიოსი და ლოს რეიეს მაგოსი - El Niño Dios (ღვთის შვილი) და Los Reyes Magos (სამი მოგვი). მექსიკაში ტრადიციული თოვლის ბაბუა ნაკლებადაა გავრცელებული. ბავშვები საჩუქრებს იესოსგან ან სამი მოგვისგან ელოდებიან. ლათინურ ამერიკაში ქრისტიანული ტრადიციები უფრო ძლიერად დომინირებს, ამიტომ თოვლის ბაბუას მაგივრად ყურადღება იესო ქრისტეზე და ბიბლიურ პერსონაჟებზეა გამახვილებული.

გერმანია – ვაინახტსმანი და კრამპუსი - Weihnachtsmann და Krampus. ვაინახტსმანი ძალიან ჰგავს სანტა კლაუსს, თუმცა მისი სამოსი ნაკლებად ბრწყინავს. ხოლო კრამპუსი, როგორც მისი საპირისპირო პერსონაჟი, ბოროტი დემონია, რომელსაც ბავშვების დასჯა შეუძლია. ვაინახტსმანი ქრისტიანულ ტრადიციებზეა დაფუძნებული, ხოლო კრამპუსის ფესვები პაგანურ რწმენაშია, როგორც საშობაო „დამსჯელი“.

თოვლის ბაბუა მსოფლიოს მასშტაბით სიმბოლური პერსონაჟია, რომელიც ბავშვებისათვის სიხარულსა და იმედს განასახიერებს. თითოეული ქვეყნის პერსონაჟი არა მხოლოდ უნიკალური, არამედ თავისი კულტურის რეპრეზენტაციაცაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იქნება - ცვლილება იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც მინიმალური ბარიერი ყველა საგანში გადალახეს

სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები და სია ცნობილია - ქულათა გათანაბრების ცხრილი

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება