სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საახალწლო კარნავალი გაიმართა
23-12-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ამაღლებული საახალწლო განწყობაა. 

20 დეკემბერს, გიმნაზიის ეზოში საახალწლო კარნავალი გაიმართა და ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. აღსანიშნავია, რომ 6-მეტრიანი ნაძვის ხის რკინის კონსტრუქციებისა და განათების მონტაჟი ერთი კვირა მიმდინარეობდა.

სამი დღით ადრე, გამოცხადდა, რომ ჩატარდებოდა საახალწლო კარნავალი და ნაძვის ხე საზეიმოდ აინთებოდა. ამას წინ უძღოდა კლასებში, მაღალ მხატვრულ დონეზე მომზადებული საახალწლო ღონისძიებები, რაც სასკოლო საზოგადოებას იმის იმედს აძლევდა, რომ რეპერტუარის შედგენა არ გაუჭირდებოდათ. ამ ყველაფერს კი, ხელოვნების სკოლა-პანსიონის სახელოვნებო კლასების რეპერტუარიც ემატებოდა.

საღამოს 17:00 საათისათვის სცენაც და გახმოვანების აპარატურაც მზად იყო, საზეიმო სანახაობის დასაწყებად. ამ დროისათვის უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი გიმნაზიის ეზოში, იქ იყვნენ გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, თანამშრომლები, ტბელ აბუსერისძის ტაძრის მრევლი, მეზობელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და სტუდენტები, ლოტკინის უბნის მოსახლეობა.

წამყვანებმა მისალმებისათვის, სიტყვა გიმნაზიის რექტორს - დეკანოზ მირიან სამხარაძეს მისცეს, რომელმაც დალოცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა კარნავალის მონაწილეებსა და მიბრძანებულ სტუმრებს.

საახალწლო კარნავალში გიმნაზიის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, ხელოვნების სკოლის საესტრადო ვოკალური კლასის მოსწავლეები და ინდივიდუალური შემსრულებლები (ხელმძღვანელი ეკა ამაშუკელი) მონაწილეობდნენ. 

შებინდებისას, საზეიმოდ, ოვაციების ფონზე აინთო გიმნაზიის მთავარი ნაძვის ხე. ზეიმი გვიანობამდე გაგრძელდა და ყველამ დიდი შთაბეჭდილებებით სატვირთულმა დატოვა გიმნაზიის ტერიტორია.

„ლამაზი და განათებული ნაძვის ხე აღმართული იქნება 2025 წლის 20 იანვრამდე და მსურველებს - სკოლებს, საბავშვო ბაღებს, კოლეჯებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო კომპანიებს, დირექციათან შეთანხმებით, შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ საკონცერტო სივრცე და გამართონ ღონისძიებები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.

ამ საახალწლო სანახაობით, კიდევ ერთი ზეიმი დამკვიდრდა გიმნაზიაში, რომელიც უფრო მრავალფეროვნად და დახვეწილი ფორმით ჩატარდება ყოველწლიურად“,- ამბობენ სკოლა-გიმნაზიაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება