სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ანა კალანდაძის 100 წლის იუბილე ლიტერატურული სპექტაკლით აღინიშნა
23-12-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის იყო ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.

სასკოლო საზოგადოებამ თეატრალურ სტუდია „რამპაში“ ლიტერატურული სპექტაკლისთვის მზადება ადრიანად დაიწყო.

პოეზიის დედოფლის ბიოგრაფია და პოეზია მოსწავლეებს პედაგოგმა - მარი თაბაგარმა გააცნო. შემდგომ მოსწავლეებმა ბიოგრაფიული ხასიათის სცენარზე მუშაობა დაიწყეს.

„განსაკუთრებით საინტერესოდ მივიჩნიე იმ თითქოს მივიწყებული ცხოვრებისეული დეტალების სცენაზე გაცოცხლება, რაც დიდი პოეტის ჩანაწერებსა და პროზას შემორჩა, რაც ამა თუ იმ ინტერვიუში ოდესმე უთქვამს და ამით საკუთარი ხასიათი წარმოუჩენია“, - აღნიშნავს პედაგოგი მარი თაბაგარი.

18 დეკემბერს კი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ანა კალანდაძის 100 წლისთავი სპექტაკლით - „მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა“ აღინიშნა.

„ემოცია დაუვიწყარი იყო. განსაკუთრებული დადებითი მუხტისა და გულისხმიერებისთვის, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა სტუმრებს, ანა კალანდაძის ძმისშვილს, ქეთი კალანდაძესა და მის უსათნოეს დედას, პოეტის უახლოეს მეგობარსა და რძალს, ქალბატონ თინა ყანდარელს. მათი გულწრფელი ცრემლი ყველაფრის მთქმელი და ჩემი დიდი ჯილდო იყო.

უდიდესი მადლი და სიხარული იყო მამა სპირიდონ მუმლაძის დალოცვაც. ღმერთმა გაგახაროთ, მამაო სპირიდონ!“, - ამბობს პედაგოგი მარი თაბაგირი.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში ყველა ასაკის მოსწავლე მონაწილეობდა.

„დარწმუნებული ვარ, მათ არასოდეს დაავიწყდებათ ეს დღე და ყოველთვის განცდითა და სიყვარულით წარმოთქვამენ:

„შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,

შენ ისე ღრმა ხარ...

სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა

ვერავინ ნახა:

ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა

და ვერცა სპარსმა...

შენი დიდების მომღერალია

ოშკი და ზარზმა,

ბებერო ტაო...

შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,

ქართულო ცაო...“, - ამბობს პედაგოგი.

მოსწავლეებმა ამ დღეს შემოქმედებითი უნარები და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. მათი შემოქმედებითობით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

„სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი მე ვიყავი. თუმცა, იმ ადამიანების შრომა, ვინც მუდმივად გვერდით მედგნენ, დიდია და მინდა, უსაზღვრო მადლობა ვუთხრა მათ. აი, ისინიც:

სპექტაკლის პროდიუსერი, სკოლის დირექტორი ლალი მელივა საკუთარ დროსა და ძალებს არ იშურებდა, რომ ყველა დეტალი ისე ყოფილიყო, როგორც ჩაფიქრებული მქონდა.

მუსიკალური ხელმძღვანელი, ჩვენი ტკბილხმიანი ბულბული და მუდამ საიმედო ნინო ბიბილური გახლდათ.

სპექტაკლის ქორეოგრაფი, საქმისა და მეგობრების ერთგული - ნათია ხუჭუა.

აქვე, მადლობა ყველა ამ ფოტოსთვის სოფო გორგილაძეს, რომელიც თავისი პროფესიული ხედვითა და კამერით მუდამ იქაა, სადაც ძალიან გვჭირდება.

მადლობა ქეთა ვაჩიბერაძესა და თამთა ბუჩუკურს თამთა ბუჩუკური;

მადლობა კოლეგებს გულშემატკივრობისთვის და ბოლოს, მადლობა „რამპას“ ყველა მსახიობს. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!“, - აღნიშნავს მასწავლებელი.

15 დეკემბერს ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება