| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, XII კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „რა უნდა ვიცოდეთ სიმსივნის შესახებ“ პრეზენტაცია ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი არჩევითი საგნის - „სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა“ ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა. მას პედაგოგი ლიანა დათაშვილი უძღვებოდა. ეს საგანი წელს მოსწავლეებმა პირველად აირჩიეს და მათი თქმით, არჩევანში არ შემცდარან, რადგან ძალიან საინტერესო და საჭირო მასალას სწავლობენ.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ისეთი აქტივობები, როგორიცაა ბროშურების შექმნა და ვიზიტი ახალციხის სკრინინგ ცენტრში - თამილა კერატიშვილთან.
პრეზენტაციას სასკოლე საზოგადოება, მშობლები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბოლოს, მოსწავლეებმა დაარიგეს ბროშურები და გამოკითხვა ჩაატარეს, რომელიც საინტერესოდ წარიმართა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას