სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

13 სავალდებულო პუნქტი სკოლებისთვის თუ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელება გსურთ
05-12-2024
-
+


ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესში ცვლილება შევიდა. განისაზღვრა ის ნაბიჯები და ქმედებები, რომელიც სკოლებმა უნდა გადადგან თუ სურთ რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვონ.

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა ან/და სასკოლო მზაობის პროგრამა, ამ წესით განსაზღვრული ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან ან/და მის შემდგომ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით. 

3.  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის  განხორციელების  უფლების  მოპოვების  სურვილის  შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების თაობაზე წარადგენს განაცხადს  (შემდგომში – უფლების მოპოვების განაცხადი), რომლის ფორმაც მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება საჯაროდ.

4. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს უფლების მოპოვების განაცხადის შესაბამისობას ამ  მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

5. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უფლების მოპოვების განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრულ ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმების ფარგლები.

8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ან უფლების მოპოვებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ავტორიზაციის საბჭო ცენტრში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით განაცხადის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის ვადაში.

9. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოიპოვებს 4 წლის ვადით.

10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებაზე უარის თქმის შესახებ ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრს უფლების მოპოვების განაცხადი წარუდგინოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

11. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ბრძანებით ცალ-ცალკე იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.

12. იმ  შემთხვევაში,  თუ  ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების  სტატუსის  მაძიებელს სურს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის  განხორციელების  უფლების  მოპოვება, ავტორიზაციის  საბჭო ამ მუხლით  განსაზღვრული  შესაბამისი  პროგრამის  განხორციელების უფლების  მოპოვების/პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებაზე  უარის  თქმის  შესახებ  გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების ავტორიზაციის  საბჭოს  მიერ  დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

13. ავტორიზაციაზე უარის თქმის/ავტორიზაციის გაუქმების შემთხევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება