სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პროექტმა ევროპული ხარისხის ნიშანი მოიპოვა
29-11-2024
-
+


ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და აქტივობაში წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლა დიდი სიხარულით გვიზიარებს მათ მორიგ წარმატებას.

მოსწავლეები ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე eTwinning, ევროპის სკოლების ონლაინ საზოგადოებას შეუერთდნენ. 

„ამაყები ვართ, რომ  საერთაშორისო პროექტმა - „A Well-being Journey In The Footsteps Of Values“-„კეთილდღეობის მოგზაურობა ფასეულობების კვალდაკვალ“ მიიღო ევროპული ხარისხის და ეროვნული ხარისხის ეტიკეტი, ასევე წარდგენილია ევროპის პრიზზეც“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილე სტუდენტები და მოსწავლეები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, მოსაზრებებს უზიარებდნენ ღირებულებებსა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე.

როგროც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს საკუთარი თავი აღმოეჩინათ კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებაში.

მოსწავლეებს პედაგოგი მაკა კალანდაძე ხელმძღვანელობდათ.

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება