სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლაში ილიასა და აკაკის მოღვაწეობას ღონისძიებათა სერია მიეძღვნა 
21-11-2024
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა გამოჩენილი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების გაცნობას, მათი შემოქმედების განხილვას, საიუბილეო თარიღების აღნიშვნას.

ამ მიზნით, სკოლაში ოქტომბერ-ნოემბრის თვეში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა.

მეორეკლასელების მონაწილეობით იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით კალიგრაფიის კონკურსი მოეწყო. კონკურსს პედაგოგი მაია ფანჩულიძე ხელმძღვანელობდა.

ისინი, ასევე გაეცნენ მწერლის შემოქმედებას, გამომეტყველებით წაიკითხეს მისი ნაწარმოებები.

ხოლო XI კლასის მოსწავლეებმა (საგნის მასწავლებელი მაია მელუავა) დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ნახეს 2015 წელს მიხეილ ბერინაშვილის გადაღებული ფილმი „ვინ მოკლა ილია“.

ფილმმა დიდი შთაბეჭდილება იქონია მოსწავლეებზე.

მათ ასევე განიხილეს ფილმი, ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მსახიობმა - კოტე თოლორდავამ ილიას როლი საუკეთესოდ შეასრულა. მათ აგრეთვე ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს თუ როგორ ტერორს ახორციელებდნენ ერის მამისა და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მიმართ.

ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე VI-VIII და IX კლასების მოსწავლეებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლები: დ.რობაქიძე  დ.გორგაძე) მოიძიეს ინფორმაციები, მოაწყვეს მათი განხილვა და გამოუშვეს კედლის გაზეთი „ილია ჭავჭავაძე-187“.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება