სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბესიკ ხარანაულის პოეზიის შთაგონებით შექმნილი პორტრეტი და მხატვრულად გადმოცემული ემოციები - გაიცანით ქვემო ვაშლოვანის სკოლის მოსწავლე - მარიამ აბულაძე
21-11-2024
-
+


„მეტა-პოეზია, - ლექსის იქით, ფურცლის იქით, აზროვნების იქით, სახელშერქმეული გრძნობების და საგნების იქით...“- პოეზიის ეს უნიკალურობა და თანამედროვე პოეტის - ბესიკ ხარანაულის შემოქმედებაა ის, რაც აღაფრთოვანებს, შთააგონებს და სიტყვათა მელოდიას აყვარებს, რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ აბულაძეს. 

მარიამი მე-7 კლასელია, რომელიც თანამედროვე ქართველი მწერლისა და პოეტის, ბესიკ ხარანაულის შემოქმედებაზეა შეყვარებული.

პოეტის ლექსებს მხატვრულად კითხულობს, მისი პოეზიით შთაგონებულმა კი პოეტს ნახატიც მიუძღვნა. ემოციები მხატვრულად გადმოსცა, საკუთარი შემოქმედობითობა სახვით ხელოვნებაშიც გამოავლინა და მისთვის საყვარელი თანამედროვე ქართველი პოეტის ფოტოპორტრეტი შექმნა. ამით კი პოეტის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა.

იაგული აბულაძე კი ის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეს ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებს და ახალისებს მის შემოქმედებითობას. პედაგოგი მოსწავლეს, რომელმაც გულწრფელი ემოციებით მისი გაოცება შეძლო, ფართო საზოგადოებას დიდი სიამყით აცნობს.

„მსურს საქართველოს გავაცნო მარიამ აბულაძე... მეგობრებო თქვენ შემიფასეთ, ამ ნიჭიერი მოსწავლის შემოქმედებითი ნიჭი. როგორც ყოველთვის დღესაც შეძლო ჩემი გაოცება და ეს ემოცია მსურს თქვენც გაგიზიაროთ. მარიმმა აი ასეთი ფოტოპორტრეტი შექმნა ბესიკ ხარანაულის. ის მე-7 კლასის მოსწავლე გახლავთ, საოცრად ნიჭიერი, თბილი და ზრდილობის ეტალონი. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით არის გამორჩეული, ყველას მიმართ დიდ სიყვარულს და  ყურადღებას გამოხატავს. თავისი ემოციები მხატვრულად გადმოსცა ლექსის კითხვის დროს და  პოეტის პატივისცემის ნიშნად  ფოტოპორტრეტიც კი შექმნა (აღვნიშნავ რომ ფოტოპორტრეტის დახატვა, იდეაში არ გვქონდა).

მინდა ბევრ მარიამის მსგავს ბავშვს მივცე სტიმული და თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის დადებითი მხარე დავანახო“, - აღნიშნავს პედაგოგი და ამაყობს მოსწავლით. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება