| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები, იმართება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.
ჩხენიშის საჯარო სკოლის სახელმწიფო ენის კათედრამ, სპორტისა და ესთეტიკის კათედრასთან ერთად, 21 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, განახორციელა პროექტი - „დიდი იაკობი“ პროექტის მიზანი იყო იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა, შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში. მათ წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, დაამზადეს დიორამები, შექმნეს „დიდი წიგნი“ - „ლომი და თაგვი“.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნეს ელექტრონული რესურსი. ასევე წარმოადგინეს ინსცენირება მოთხრობის - „მუქარა“. წაიკითხეს დედაენაზე შექმნილი ლექსები. ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „დიდი იაკობი“, რომელშიც გადმოცემული იყო ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ.
მოეწყო იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ნახატების გამოფენა. ასევე ბავშვებმა შეასრულეს დედაენაზე შექმნილი სიმღერები.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სახელმწიფო ენისა და სპორტისა და ესთეტიკის კათრდრას საინტერესო კვირეულისათვის.
იხილეთ ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ