სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი ილიას ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს
20-11-2024
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და დიდი ილიას ფასეულობებზე იზრდებიან, ილია ჭავჭავაძის დაბედების 187-ე წლისთავი განსაკუთრებული სულისკვეთებით აღინიშნა. 

სკოლის მოსწავლეებმა, კარგად იციან, რომ ილია ჭავჭავაძის როლი საქართველოს ისტორიასა და კულტურაში გამორჩეული და მრავალმხრივია.  ილია ჭავჭავაძე ქართველი ერისთვის იყო არა მხოლოდ ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენელი, არამედ ეროვნული ლიდერი, რომელიც ზრუნავდა ქვეყნის დამოუკიდებლობის, კულტურის და თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. 

ილიას როლი როგორც ეროვნულ, ასევე პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში, მისი გარდაცვალების შემდეგაც დიდ გავლენას ახდენდა საქართველოში. მისმა იდეებმა და საქმიანობამ შეუწყო ხელი ქვეყნის განვითარებას, ხოლო ქართველი ხალხისთვის იგი ყოველთვის იქნება „ერის მამა“ და „საქართველოს თანამდევი სული“. სწორედ ამ შემართებით აღინიშნა სკოლაში ერის მამად წოდებული დიდი ქართველის დაბადების დღე, რომელსაც საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია მიეძღვნა. 

სკოლაში ჩატარებულ ილიას კვირეულში აქტიურად მონაწილეობდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები (კლასის ხეკმძღვანელი - ქეთევან ქარქაშაძე). მე-5 კლასელებმა ილიას მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ ნაკლებად ცნობილი ფაქტები მოიძიეს, საკითხს ჩაუღრმავდნენ და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეებმა ილიას ლექსებიც წაიკითხეს და როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეავსეს უკუკავშირის ფორმები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება