| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ზარგალი და შემოდგომის ტყე დალაშქრეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დორექცია და პედაგოგები ყოველთვის ზრუნავენ, რომ მოსწავლეთათვის სასწავლო პროცესი და სასკოლო ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს.
ამჯერად, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, IV-XII კლასების მოსწავლეები პედაგოგებისა და მშობლების თანხლებით ლაშქრობაზე იყვნენ.
სკოლაში ლაშქრობით მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ:
„ისტორიული ძეგლის, მცირე გრიგორიანული ეკლესიის სანახავად, მოლაშქრეებმა გზად ულამაზესი შემოდგომის ტყე გაიარეს. ფერთა სიჭრელე საოცარ სანახაობას ქმნიდა. ეკლესია, დამიელების თქმით, მე-13 საუკუნის უნდა იყოს. ტაძარს ქვაზე ამოკვეთილი წარწერა ამშვენებს, რომელიც ასევე დამიელთა გადმოცემით, ძველი სომხური ანბანითაა შესრულებული და ენის მცოდნეთთვის თავისუფლად იკითხება. აქა-იქ ძველი საფლავის ქვებიც მოსჩანდა. ნასოფლარს ზარგალი ჰქვია. დამიელები აქედან ჩამოსულან იმ ტერიტორიაზე,სადაც ახლა მკვიდრობენ. გზად მოლაშქრეებმა შეისვენეს, ცეცხლი დაანთეს, დაპურდნენ, ითამაშეს და მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრებებიც მოაწყვეს!,- გვიყვებიან სკოლაში.
დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა. ლაშქრობით მიღებული შთაბეჭდილებები კი მოსწავლეებმა უკვე თავის ნახატებში ასახეს.
ფერადი ფანქრებით, ფლომასტერებით, გუაშისა და აკრილის საღებავებით ცდილობდნენ საკუთარი ემოციების ქაღალდზე გადმოტანას. მოსწავლეთა ნამუშევრები ახლა სკოლის კედლებს დაამშვენებენ.
„შემოდგომის ფერებმა“ კიდევ ერთი დღე გაგვილამაზა“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ