სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიგვზიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა დიდი მოგზაურების როლი მოირგეს
20-11-2024
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი სავსეა საოცარი საგანმანათლებლო თავგადასავლებით. 

ახლახან, მე-4 კლასელება დიდი მოგზაურების როლი მოირგეს და პედაგოგ ირმა ჯღარკავას ხელმძღვანელობით, მეტად შემეცნებითი სასწავლო პროცესი წარმართეს. როლური თამაში მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

„დიდი მოგზაურები სტუმრად ნიგვზიანში - დიახ, დღეს სკოლაში ქრისტეფორე კოლუმბი, ვასკო და გამა, მარკო პოლო და სხვა ცნობილი მოგზაურები გვსტუმრობდნენ, მათ შორის, მოსწავლეებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ცნობილი ქართველი მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა. 

მეტიც, უოლტ დისნეის „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პერსონაჟ ჯეკ ბეღურასაც კი შენიშნავთ. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, დიდი მოგზაურების ამპლუა მოირგეს და სოფელ ნიგვზიანს სტუმრობდნენ.  

მათ აქ გურული ოლღა ბებია ჩვეული სტუმართმოყვრული განწყობით შეხვდა და გურული ჯანჯუხაც დააგემოვნეს.

მოსწავლეები მეტად მოიხიბლნენ ირმა მასწავლებლის მიერ განხორციელებული როლური თამაშით, რომელსაც, თავისთავად, შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება