სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს
21-11-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებას აღწევენ. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში წარმოაჩინეს შესაძლებლობები, წარმატებით იასპარეზეს და მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავეს. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის, რესურსცენტრისა და აჭარის ინტელექტ-კლუბის მხარდაჭერით, ორ ასაკობრივ ჯგუფში, ინტელექტუალური თამაში - „ რა? სად? როდის?“ გაიმართა.

კონკურსში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 საჯარო სკოლის 168 მოსწავლე მონაწილეობდა. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ასაკობრივი ჯგუფი: (V-VIII კლასი) ფერიის საჯარო სკოლა; ზემო ახალშენის საჯარო სკოლა; ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა. II ასაკობრივი ჯგუფი: (IX-XII კლასი) ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა; ახალსოფლის სკოლა; ახალშენის N2 საჯარო სკოლა;

სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებს მე-3 ადგილის მოპოვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება