| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ინციატივებს აქტიურად უერთდებიან და თავიანთ ცოდნას ფართო ასპარეზზე წარმოაჩენენ.
ამჯერადაც, სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალურ კონკურსში მიღწეულ მორიგ წარმატებას აღნიშნავენ.
ახლახან, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ მუნიციპალური ტურის პირველი ასაკობრივი ჯგუფის (მე-3 - მე-5 კლასი) თამაში ბარდნალის საჯარო სკოლის გუნდის - „გამბედავების“ გამარჯვებით დამთავრდა, რომელიც მხოლოდ მეხუთეკლასელი ვაჟებითაა დაკომპლექტებული.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება, მათი შემართება და მოტივაცია, ულოცავენ მათ ამ შედეგს და წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ, ჩვენო სამგზის გამარჯვებულებო, ამ წარმატებას, ვულოცავ თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და მთელ სკოლას! რას იტყვით, სახელის შეცვლაზეც ხომ არ გვეფიქრა აწი? მგონი, „უძლეველები“ უფრო მოგიხდებოდათ?...“, - ამ სიტყვებით მიმართა სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა მოსწავლეებს და მიულოცა მიღწეული შედეგი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ