სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვუსურვებ, თავიანთი სიტყვა ეთქვათ ერის საკეთილდღეოდ“-წალენჯიხის N4 სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
21-11-2024
-
+


ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-10 კლასელებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.

„განათლება რომ ერის ცხოვრების ქვაკუთხედია სადავო არ არის, ამიტომ გვახარებს წარმატებულ მოსწავლეთა სიმრავლე სკოლებში. „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ დაჯილდოებულ სკოლებს შორის იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც.

„ახლა მედალზე გელოდებით, მხოლოდ ისე იშრომეთ, რომ თქვენი წარმატება უხინჯო იყოსო“- ასე დაარიგა მოსწავლეები რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონმა -ლირა ღურწკაიამ. წარმატებებს ვუსურვებ დღეს დაჯილდოებულ თითოეული სკოლის მოსწავლეს და ვუსურვებ თავიანთი სიტყვა ეთქვათ ერის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნონა მებონია. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება