| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, სკოლის ვაჟთა 10-კაციანი გუნდი ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლის საჯარო სკოლების გუნდებს შორის გამართულ მინი ფეხბურთის შეჯიბრში მონაწილეობდა.
ნავარძეთის საჯარო სკოლის გუნდში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები იყვვნენ. ტურნირი ოლიმპიური წესით გაიმართა და დიდი კონკურენციის პირობებში, I, II და მე-III ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ.
ფეხბურთის ადგილობრივმა ფედერაციამ გამარჯვებულებს შესაბამისი სიგელები და მედლები გადასცა. ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორმა - ინგა ასანიძემ და ამავე სკოლის პედაგოგმა - ვალერი სარალიძემ ბავშვებს გამარჯვება მიულოცეს და სამახსოვრო სიგელები გადასცეს.
„ვუსურვებთ ნავარძეთის სკოლის ბავშვებს კიდევ ბევრ წარმატებას და რჩეულთა შორის მოხვედრას“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტო:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება