| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მათ ანბანის შემობრძანება - „საოცრების დასაწყისი“ საზეიმოდ აღნიშნეს. მასწავლებელმა მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის მოკლე ბიოგრაფია გააცნო. მალე მათ, წითელქუდაც ეწვიათ ჯადოსნური ყუთით და საჩუქრად „დედა ენა“ და ყვავილი ია მიუტანა.
გაკვეთილი არაერთი საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული. გაკვეთილის ბოლოს, ბავშვებმა მასწავლებლის დახმარებით, „დედა ენას“ ვარსკვლავიც გაუხსნეს.
„აი იაზე გაყოლებულ პატარა თითებს, უფლის წინაშე სალოცავი ქართული ჰქვია!“- სწორედ ეს სიტყვები ისმოდა სკოლაში.
სკოლა ულოცავს თავის აღსაზრდელებს იმ დიდ სამყაროში ფეხის შედგმას, რომელსაც ლიტერატურა ჰქვია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ