სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ქართველი თვითნასწავლი გიტარისტის ნიჭით ლეგენდარული ჯაზმენი დაინტერესდა
14-06-2018
-
+


თვითნასწავლი გიტარისტი თბილისიდან, 24 წლის ნიკოლოზ ბიჭიაშვილი ბოლო ერთი წელია პრესტიჟულ ამერიკულ მუსიკალურ ჯაზ-აკადემიაში, New School-ში სწავლობს. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად მუსიკალურ ჯაზ-აკადემიაში მხოლოდ სამი ქართველია. 

ნიკა თვითონ წერს მუსიკას, სადაც ქართული ჟღერადობა საკმაოდ ძლიერად ისმის. Etaloni.ge-სთან ხელოვანმა მის წარმატებასა და გამოწვევებზე ისაუბრა:

„ვუკრავ გიტარაზე და ვსწავლობ „ნიუ სქულში“, რომელიც ნიუ იორკშია. არსებობს სამი ყველაზე პრესტიჟული ჯაზ-სასწავლებელი, მათ შორის ბერკლი, ჯულიარდი და „ნიუ სქული“. ვფიქრობ, ვინც ამ სკოლებში აბარებს, ყველას უნდა ჰქონდეს წასვლის საშუალება, რადგან იქ ასე უბრალოდ არავის იღებენ. ძალიან ბევრი ისეთი მუსიკოსი ვერ მოხვდა, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ ასპროცენტიან დაფინანსებას მოიპოვებდნენ. „ნიუ სქულში“ გამოცდით ჩავაბარე. ჯერ ვიდეო გავაგზავნე, შემდეგ დამიკავშირდნენ და ფინალური გამოცდა ასევე ვიდეოთი გავიარე. მომივიდა დადებითი პასუხი, სწავლის საფასური ნაწილობრივ დამიფინანსეს.

არის ასეთი ლეგენდარული ჯაზმენი, ჯიმი ოუენსი, რომელიც 72 წლის გახლავთ. ჩვენი პედაგოგია, „ნიუ სქულში“ ასწავლის. მეც მასწავლიდა. პირველივე გაკვეთილის მერე ელექტრონულ მისამართზე მომწერა, მოდი, ერთად ვიმუშაოთო. მეორე სემესტრის განმავლობაში 15 უფასო გაკვეთილი ჩამიტარა; მასთან სახლში დავდიოდი, შემდეგ კი კონცერტზე დამპატიჟა, სადაც მასთან და კენი ბარონთან ერთად დავუკარი. ჯიმი ოუენსმა გამაწევრიანა ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც არიან რონ კარტერი, კენი ბარონი და თავად, რა თქმა უნდა. ამ ორგანიზაციას ჰქვია „მუსიკოსები მუსიკოსებისთვის“, რომლის მიზანია კოლეგების დაცვა. ამავდროულად,  ამერიკელ მუსიკოსთა ფედერაციის წევრი გავხდი, სადაც ასევე ჯიმი ოუენსის რეკომენდაციით გამაწევრიანეს.

რაც შეეხება მასთან კონცერტს, სცენაზე ერთადერთი თეთრკანიანი ვიყავი. რომ მკითხეს, რა გინდა დაუკრაო, ვუპასუხე, ბლუზი-მეთქი და ძალიან გაეცინათ. ჯიმი ოუენსთან კონცერტის შემდეგ ბევრისთვის მისაღები მუსიკოსი გავხდი; ბენდი Circle ჩამოვაყალიბე, სადაც „ნიუ სქულის“ ამომავალი ვარსკვლავები არიან გაერთიანებულები. კონცერტიც ჩავატარეთ, რომელზეც ჯიმი ოუენსმა დაგვდო პატივი და გვეწვია. ამჟამად დაფინანსების მოლიდინში ვარ. იმედი მაქვს,დაფინანსებას მოვიპოვენ და სწავლას გავაგრძელებ,“- აღნიშნავს ნიკოლოზ ბაჭიაშვილი. 

Etaloni.ge ნიჭიერ ქართველს წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება