სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაძვირდა ბაღის, სკოლისა და უმაღლესის გადასახადი - იხილეთ 10 პროდუქტი, რომლის ფასმაც ყველაზე მეტად მოიმატა
07-11-2024
-
+


2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3 % შეადგინა,  - აღნიშნულია საქართვლოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2023 წლის სექტემბერთან შედარებით გაძვირდა განათლებაც, მათ შორის ყველაზე მეტად ფასები მომატებულია სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე. ფასები, ასევე მომატებულია, ისეთი საქონელი და მომსახურება, როგორიცაა პირადი ნივთები, დაზღვევა, საფინანსო მომსახურება და პირადი ჰიგიენა, საზოგადოებრივ კვება. 

განათლების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე (10.0 % ), საშუალო განათლებაზე (5.8 %) და უმაღლეს განათლებაზე (2.8 %);

საქსტატის სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების ათეული:

ნიორი გაძვირებულია 68%-ით

კივი გაძვირებულია 51%-ით

ლიმონი გაძვირებულია 30%-ით

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი გაძვირებულია 30%-ით

თვითმფრინავით მგზავრობა გაძვირებულია 27%-ით

ფორთოხალი გაძვირებულია 27%-ით

მანდარინი გაძვირებულია 26%-ით

მღებავის მომსახურება გაძვირებულია 24%-ით

ბრინჯი გაძვირებულია 23%-ით

ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება გაძვირებულია 22%-ით.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა

მშობლიური ენის სიყვარულით მოპოვებული ოქრო-ვერცხლის დიპლომები - „ეტალონელების“ მორიგი ტრიუმფი​ საგნობრივ ოლიმპიადაზე

მასწავლებლებისთვის ვადა 3 დეკემბერს იწურება - ვინ უნდა წარადგინოს განაცხადი NAEC-ში

ავტორიზაციის საბჭო უნივერისტეტების საკითხს განიხილავს - შეხვედრის დრო და სხვა დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ

სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებასი წახალისებულია

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვიქტორინაში

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება