სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N4 სკოლის 12 მოსწავლე საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა 
01-11-2024
-
+


„განათლება - საგანძურია, შრომა კი- მისი გასაღები!“ - ეს ფრაზა რეალობად აქციეს სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა - თეკლა აბშილავამ, ავთანდილ ადამიამ, საბა არჩვაძემ, ნინი ბერიძემ, ლიზი გოგავამ, დავით გაგულიამ, ალექსი დვალიშვილმს, ანა კაკაბაძემ, გურამ კაცაძემ, გიორგი წვერავამ, გოირგი ჩაჩუამ და ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

სკოლაში სიამაყით აღნიშნავენ, რომ მათმა  შრომამ, ბეჯითობამ ნაყოფი გამოიღო და წარმატებასაც მიაღწიეს. მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა - ალექსანდრე წულაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წარჩინებულ მოსწავლეებს დაურიგა პერსონალური კომპიუტერები, რომ  მეტ ცოდნას დაუფლონ და გახდნენ მისი ქვეყნის საამაყო შვილები.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება