| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებით თავგადასავალს ჰგავს.
„თუ გსურთ გაიგოთ რას განიცდიან თავგადასავლების მოყვარულები, ამაში დაგეხმარებიან ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-4გ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ლელა მიქაძის დახმარებით“,- გვეუბნებიან სკოლაში და მორიგი საინტერესო აქტივობის -„განძის მაძიებლების“ შესახებ გვიყვებიან, რომელიც მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა.
კლასი 4 ჯგუფად დაიყო. შესწავლილი თემების მიხედვით, სხვადასხვა საგნებიდან (ქართული, ბუნება, მათემატიკა, ხელოვნება) თავგადასავლების მოყვარულებმა მოიფიქრეს კითხვები, რომლებზეც მოსწავლეებს პასუხი უნდა გაეცათ. შეარჩიეს „განძი“, რომელიც სკოლის ეზოში დამალეს, მონიშნეს გზა, რომლითაც განძისთვის უნდა მიეგნოთ. გზად თუნუქის კოლოფებში მოათავსეს კითხვები. გაიმარჯვებდა ის გუნდი, რომელსაც მეტი სწორი პასუხი ექნებოდა, თამაშს ადრე დაათავრებდა ანუ განძს მიაგნებდა!
დამრიგებლის, ლელა მიქაძის თქმით, თამაშში ბავშვები დიდი ხალისით ჩაერთნენ.
„მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში, ინტერესის გაღვიძებას სხვადასხვა დისციპლინების მიმართ და უვითარებს პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების ძიების უნარს“,- დასძენს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას