სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიცვალა თუ არა ეროვნული გამოცდების კალენდარი - რეგისტრაციისა და ტესტირების ვადებს NAEC-ის დირექტორი ასახელებს
17-03-2026
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა, აბიტურიენტები კი კონკრეტულ ვადებს ელოდებიან. აქტუალურია კითხვები ტესტების სირთულესთან, გამოცდების განრიგთან დაკავშირებით... ეს ყველაფერი კი უმაღლესი განათლების რეფორმის ახალმა კონცეფციამ განაპირობა, რომელიც სახელმწიფო უმაღლესებში 1 ქალაქი-1 ფაკულტეტის პრინციპის ამოქმედებას, ასევე სამწლიან საბაკალავრო და 1-წლიან სამაგისტრო პროგრამებზე გადასვლას ითვალისწინებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ მემანიშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ​მთავარი ცვლილება, რაც გამოცდების ჩატარების დებულებამ ​განიცადა - გაუქმდა ე.წ. საგრანტო კონკურსი, „იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“.

რაც შეეხება რეგისტრაციისა და ტესტირებების ვადებს, მემანიშვილმა განმარტა, რომ გამოცდები ივლისში ჩატარდება, რეგისტრაცია კი აპრილში დაიწყება:

„რეგისტრაციას დავიწყებთ აპრილში... განისაზღვრა კონკრეტული საბაკალავრო პროგრამები, თითოეულ პროგრამაზე მისღებ სტუდენტთა რიცხოვნობა და ამ ინფორმაციის ასახვას ველოდით ელექტრონულ ბაზაში, რამაც რეგისტრაციის დაგვიანება გამოიწვია - რეგისტრაციას აპრილში დავიწყებთ, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების კალენდარს კი ცვლილება არ შეხებია და როგორც აქამდე, წელსაც ივლისში ჩატარდება“.

თამარ მემანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოცდებზე რეგისტრაცია ერთ თვეს გაგრძელდება, აპლიკანტებს კვლავ შეუზღუდავი არჩევანის საშუალება ექნებათ, მხოლოდ უმაღლესებთან ერთად, პროფესიული სასწავლებლების მონიშვნაც შეეძლებათ, თუმცა მხოლოდ იმ აპლიკანტებს ვისაც სრული ზოგადი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი ექნება.

გართულდა თუ არა ტესტები და გაიზარდა თუ არა გადასალახი ზღვარი საგნების მიხედვით? - NAEC-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები არ იქნება: „სირთულის მხრივ წლევანდელი ტესტები არ იქნება განსხვავებული“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება