სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N89 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები შემაჯამებელ სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ 
29-10-2024
-
+


თბილისის N89 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი მრავალფეროვანი სასაწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

ახლახან, მე-12 კლასი შემაჯამებელი სასწავლო ექსკურსიით დავით გარეჯის ლავრასა და ნინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძრებში იმყოფებოდა. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული 12 წელი სწორედ იქ შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

ეს დღე თითოეული მათგანისთვის შთამბეჭდავი იყო. განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნო კი იმ მოგონებების გახსენება იყო, რაც მათ სკოლასთან და ერთმანეთთან აკავშირებთ. 

დასასრულს, კლასის დამრიგებელმა - გიორგი კაციამ მე-12 კლასის მოსწავლეთა მშობლები ღირსეული შვილების აღზრდის და მათ სასკოლო ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიგელებით დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ კლასის გულშემატკივრებიც დაჯილდოვდნენ. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო სკოლის დირექტორი - მიმოზა ტყებუჩავა, რომელსაც კლასის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

სასწავლო ექსკურსიის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს სასკოლო საზოგადოება გვიზიარებს. 

„სიმბოლური იყო მე-12 კლასელების ვიზიტი გარეჯის ლავრაში, რადგან ეს ისტორიული ადგილი მომსწრე და თვითმხილველია საქართველოს ისტორიიის ბოლო თოთხმეტი საუკუნის ყველა ქარტეხილის, გამარჯვებისა და დამარცხებისაც. კლასმა ასეთი დიდი ისტორიის მქონე ადგილზე სკოლაში თორმეტწლიანი მოღვაწეობა შეაჯამა, დაისახა სამომავლო მიზნები და გამოითქვა იმედი, რომ უახლოეს პერიოდში, ყველა ქართველი უშიშრად შეძლებს ლავრაში შემავალი ყველა მონასტრის მონახულებას, საქართველოს დროშის ფონზე. გარეჯი იყო და მომავალშიც უნდა იყოს საქართველო. 

შთამბეჭდავი დღე იყო თავისი აქტივობებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების შთაბეჭდილებებისა და მოგონებების მოსმენა, რაც 89-ე სკოლასთან აკავშირებდათ. განსაკუთრებით, სხვა სკოლიდან გადმოსული მოსწავლეების მოსაზრებები იყო მნიშვნელოვანი, რადგან ისინი 89-ე სკოლას განასხვავებდნენ სხვა სკოლებისგან მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომებით. აღმოჩნდა, რომ  89-ე სკოლა მათთვის ასოცირდება მხარდაჭერასთან, როგორც დირექციის, დამრიგებლისა და კლასელების მხრიდან.

მშობლებმა და მათ შორის, სკოლის დირექტორმა, განსაკუთრებული მადლობა კლასის დამრიგებელს - გიორგი კაციას საინტერესო, ნაყოფიერი, მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული მიდგომებით გაწეული საქმიანობისთვის, გადაუხადეს. დირექტორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს კლასი გიორგი მასწავლებლისთვის მის პედაგოგიურ საქმიანობაში პირველი სადამრიგებლო კლასი იყო და მან ამ მოვალეობას ბრწყინვალედ გაართვა თავი. ასევე, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მშობლებს, თანამშრომლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება