სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N89 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სპორტულ-ინტელექტუალურ ღონისძიებაში წარმატებით იასპარეზეს
29-10-2024
-
+


თბილისის N89 საჯარო სკოლის ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა და პროექტში ერთვებიან. 

მათ შორის, მე-10 კლასის მოსწავლეები ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბაზალეთზე, სასტუმრო-კომპლექს „ოქროს საწმის“ ტერიტორიაზე გამართულ სასკოლო სპორტულ-ინტელექტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ის ისნის რაიონის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა. 

ღონისძიება ორი - სპორტული და ინტელექტუალური მიმართულებით ჩატარდა. სპორტულ აქტივობაში თბილისის N89 საჯარო სკოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ინტელექტუალურ აქტივობაში ხუთეულში მოხვდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები: 

  • ნია ურუმაშვილი;
  • რუსკა სიხარულიძე;
  • ნანა აკობია;
  • ელენე ჩინლაჩალაძე;
  • ნიკოლოზ კალანდაძე;
  • ლუკა სიჭინავა;
  • დემეტრე ამირბეგოვი;
  • დემეტრე მამუჩიშვილი.

მათ ხელმძღვანელები გახლდნენ მასწავლებლები - გიორგი კაცია და მურად ფახურიძე. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია იყო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება