| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. სკოლა სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვება, სადაც წარმატებას აღწევს.
მათ შორის იყო სკოლის პროექტი „სახელმწიფო ენა განვითარებისათვის“, რომელიც სკოლა-ბიზნეს ფორუმზე წარადგინეს. აღნიშნული პროექტი ივლისში „თბილისი ჰილს გოლფმა“ დააფინანსა.
როგორც სკოლაში გივყვებიან, პროექტის მიზანი გახლდათ ქართული ენის კაბინეტის (სკოლა აზერბაიჯანულ სექტორიანია) გამოყენებით სასკოლო საზოგადეობისა და თემისთვის სასარგებლო ინფორმაციების მოძიება-დამუშავება-გაზიარება.
ბიზნესის ჩარიცხული 1500 ლარით სკოლამ შეიძინა პროექტორი და პროექტორის დაფა. მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით დაასუფთავეს და შეღებეს ქართული ენის კაბინეტი. მათ ასევე, სასწავლო წლის დაწყებისთანავე დაიწყეს თემების შერჩევა.
მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ქუჩის ბავშვების თემაზე პრეზენტაცია „ბავშვები ქუჩაში“ თუ როგორ ხვდებიან ბავშვები ქუჩაში, რა აიძულებთ ამის გაკეთებას, რა ტიპის კვლევები ჩატარდა, როგორია სტატისტიკა, პრევენციის რა ზომებს იღებს სახელმწიფო და რა როლი აქვს საზოგადოებას ამ პროცესებში.
მათ ნამუშევარი გააცნეს IX-XI კლასების მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მათთან ერთად იმსჯელეს საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზე ამ თემასთან დაკავშირებით.
„მოსწავლეები აგრძელებენ მომდევნო თემებზე მუშაობას, რომელსაც მალე გაუზიარებენ თანატოლებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია
„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ყველას უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის ავტორიზაციის მიღებით გამოწვეული დიდი სიხარულის გაზიარებისთვის!“
მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები