სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა ხელფასები ახალი წლიდან არ გაიზრდება - 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი
25-10-2024
-
+


2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ცნობილია და პირველად დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც:

საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან საჯარო სკოლების მასწავლებელთა გაზრდილი ანაზღაურების სრული წლით დაფინანსება;

გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560,0 მლნ ლარზე მეტი;

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180,0 მლნ ლარზე მეტი;

„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა“, - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

ეს კი ნიშნავს, რომ 2025 წლის იანვრიდან, ბიუჯეტით, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული არ არის.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ზაფხულში „მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდა მოხდა და 500-600 ლარიანი მატება ერთად არ გამოვა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება