| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
მალე სასკოლო საზოგადოება განახლებული შენობით ისარგებლებს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო იქნება შექმნილი.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.
აღსანიშნავია, რომ 645 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 6 170 000 ლარზე მეტია.
ახლახან, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს - გივი მიქანაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ