სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

10 პირობა, რომელიც დასაქმების მსურველმა მასწავლებელმა უნდა დააკმაყოფილოს - ბრძანება
28-10-2024
-
+


განათლების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები.

პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ საქმიანობის დაწყებისთვის, კანდიდატმა შემდეგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს:

1. ძირითადი მასწავლებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში დაადასტუროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მას უკვე დადასტურებული აქვს პროგრამის გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მას უკვე დადასტურებული აქვს პროგრამის გავლა.

2. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლამდე/გავლის დადასტურებამდე, დაწესებულება ძირითად მასწავლებელს ხელშეკრულებას უფორმებს არაუმეტეს 18 თვის ვადით.

3. დაწესებულება უფლებამოსილია ძირითად მასწავლებელს დაასრულებინოს მოდულის განხორციელება, რომლის განხორციელებაც დაწყებული აქვს. ძირითადი მასწავლებელი, რომელიც 18 თვის გასვლის შემდგომ  პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლის დადასტურებას ვერ შეძლებს, მას ეზღუდება საქმიანობის გაგრძელება იმავე ან სხვა დაწესებულებაში აღნიშნული პროგრამის გავლის დადასტურებამდე.

4. დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელებაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 46-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში - შესაბამისი საფუძვლის არსებობის ვადით.

5. დაწესებულებას არ აქვს უფლება ერთი პროგრამის ფარგლებში ჰყავდეს მხოლოდ მოწვეული მასწავლებლები.

6. მოწვეული მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს პროგრამის/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და შეფასების კომპეტენცია პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიმართულებით დაწესებულების მიერ დადგენილი ფორმით. ასევე, აქვს შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში  გაიაროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა.

7. ინსტრუქტორი ვალდებულია პროფესიული განათლების ფარგლებში სწავლების დაწყებამდე გაიაროს ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამა.

8. პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირის სტატუსის მოპოვებამდე ან მის შემდგომ, ნებისმიერ დროს გაიაროს ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამა, ან პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა

9. პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომელიც ახორციელებს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლებას ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში დაადასტუროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების მასწავლებელზე ვრცელდება  ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

გორისის საჯარო სკოლა ერთ-ერთი გაკვეთილის ამსახველ ვიდეოკადრებს გვიზიარებს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება