სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ობუჯის თემის N2 სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი თამარ გოცაძე მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა 
15-10-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლა გამორჩეულია თავისი პროფესიონალი პედაგოგებით, რომელთაც დირექტორი - ირმა ღვინჯილია ხელმძღვანელობს. 

აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის - ლირა ღურწკაიას ორგანიზებით, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა. მასწავლებლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი - ირაკლი ზარქუა შეხვდნენ. 

შეხვედრის დასასრულს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - ალექსანდრე წულაძემ და ირაკლი ზარქუამ მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის 50-მდე პედაგოგი დააჯილდოვეს და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ შორის იყო  ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი - თამარ გოცაძე.

„მადლობას ვუხდით შეხვედრის ორგანიზატორებსა და საპატიო სტუმრებს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს - ბატონ ალექსანდრე წულაძეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს - ბატონ ირაკლი ზარქუას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს - ბატონ გელა გელაძეს, დაუვიწყარი ემოციებისთვის და ჩვენი ღვაწლმოსილი მასწავლებლის, არაჩვეულებრივი პიროვნების ქალბატონი თამარ გოცაძე დაფასებისთვის“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი - ირმა ღვინჯილია. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება