სიახლეები
ყველაზე პოპულარული


მასწავლებლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს დირექტორი, დირექტორის მიმართ პრეტენზიას - სამეურვეო საბჭო - რა უფლებები აქვთ მოსწავლეებს
13-10-2024
-
+


მოსწავლეთა უფლებების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ყველა მოსწავლეს აქვს უფლება წარადგინოს მიმართვა თავისი უფლებების დარღვევის გამო.

სკოლის მოსწავლის მიმართვა შეიძლება ეხებოდეს მოსწავლის უფლებების დარღვევას მშობლის, მზრუნველის (ოჯახის წევრის), მასწავლებლის, სხვა მოსწავლის, მანდატურის, სკოლის რომელიმე თანამშრომლის ან დირექტორის უკანონო ქმედების შედეგად, მაგალითად, ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას, ჩაგვრას, უმიზეზო ბრალდებას...

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეს აქვს უფლება წარადგინოს მიმართვა ან დამოუკიდებლად, ან მშობელთან/მზრუნველთან (ოჯახის წევრთან) ერთად. მიმართვა არ განიხილება თუ მასში არ არის მითითებული განმცხადებლის ვინაობა და მისამართი, რომელი უფლება დაირღვა და რას ითხოვს განმცხადებელი.

თუ მოსწავლეს აქვს პრეტენზია სკოლის დირექტორის მიმართ, ამ შემთხვევაში მიმართვა უნდა წარედგინოს სკოლის სამეურვეო საბჭოს. ყველა სხვა დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით მიმართვა უნდა წარედგინოს სკოლის დირექტორს.

იმისათვის, რომ მიმართვა იყოს განხილული, აუცილებელია მისი რეგისტრაცია. სკოლის მასწავლებლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს სკოლის დისციპლინური კომიტეტი, ხოლო სკოლის სხვა თანამშრომლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს დირექტორი, ან დისციპლინური კომიტეტი.

სკოლის რომელიმე მოსწავლის, ან რომელიმე მოსწავლის მშობლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს დირექტორი, ან დისციპლინური კომიტეტი. დირექტორის მიმართ პრეტენზიას განიხილავს სკოლის სამეურვეო საბჭო ან დისციპლინური კომიტეტი. დირექტორის მიმართ პრეტენზიის საფუძველი შეიძლება გახდეს: დირექტორის გადაწყვეტილება, დირექტორის ქმედება ან უმოქმედობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება