| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. სწორედ ამიტომ, სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.
სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირეტორმა - თენგიზ გობაძემაც მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყება, ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მუნიციპალიტეტის მერმა - გოჩა ქიმაძემ, მერის მოადგილეებმა: არსენ ბალახაშვილმა და სოსო რეხვიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, მოადგილეებმა, ასევე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პირადად მიულოცეს.
„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში მდებარე სხვადასხვა სკოლებს ესტუმრნენ და სწავლის დაწყების პროცესს ადგილზე გაეცნენ. მათ, დაათვალიერეს საკლასო ოთახები, ღონისძიებას დაესწრნენ და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, პირველკლასელებს, ადიგენის მერის ინიციატივით, მერიისაგან საჩუქრად სასკოლო-საკანცელარიო ნაკრები გადაეცათ. საჯარო სკოლის პირველკლასელებმა განათლების სამინისტროს საჩუქრებიც - სახელმძღვანელოები და კომპიუტერები მიიღეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
„აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება - კანონპროექტში ეს ჩანაწერი არსებობს“
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ ყველას შეახსენა, რომ მეგობრობა, სიკეთე, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა ის ფასეულობებია, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს და სამყაროს უფრო ლამაზსა და კეთილს ხდის
საბუეს საჯარო სკოლა ულოცავს მონაწილეებს წარმატებულ ჩართულობას და უსურვებს შემდგომ წინსვლას ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება