სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა, უანგარო მსახურებისთვის!“ - ღვანკითის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა
10-10-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა შრომა და ღვაწლი დაფასებულია. 

შესაბამისად, სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლის დირექციამ პედაგოგებს საზეიმოდ მიმართა და პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

„ღვანკითის საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ  დიდი სიყვარულით. თქვენ ხართ ჩვენი სოფლის, სკოლისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მუდამ ენერგიული, დაუღალავი და ლაღი ცხოვრება მოგცეთ ღმერთმა. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მოსწავლეებზე, დაისვენეთ და განვითარდით. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, უანგარო მსახურებისთვის!“,- აღინიშნა სკოლაში. 

ამ დღის აღსანიშნავად მეორე კლასში (ხელმძღვანელი ნინო გოგიაშვილი) ჩატარებული საზეიმო გაკვეთილი პატარებმა საყვარელ მასწავლებლებს მიუძღვნეს. თავიანთი გულწრფელი ემოციები და  სურვილები საკუთარი ხელით შექმნილ ნახატებში და მისალოც ბარათებში გაამჟღავნეს და ერთხმად აღიარეს: მასწავლებელი ჩვენთვის ყველაფერია.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა შრომის დაფასება, მათი მხარდაჭერა და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება