| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მე-2 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე დიდი მონდომებით იმუშავეს.
კომპლექსური დავალების თემა კარლო კოლოდის ზღაპარი „პინოქიოს თავგადასავალი“ იყო.
მოსწავლეებმა: ელენე ნაჭყებიამ, ანდრია წურწუმიამ, ლილე წურწუმიამ და გაბრიელ მესხმა მოირგეს მთავარი პერსონაჟის - ხის კაცუნა პინოქიოს როლი, გამოვიდნენ კლასის წინაშე და გააცნეს მსმენელებს მოკლე ინფორმაცია პერსონაჟის ვინაობის, წარსულისა და ახლანდელი ცხოვრების შესახებ.
აქტივობებში მეორეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი. გაკვეთილი ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
„მადლობა თქვენ და თქვენს მშობლებს, რომლებმაც დაუვიწყარი გაკვეთილი გვაჩუქეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა