| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმითა და ამაღლებული განწყობით დაიწყო, უკვე რამდენიმე კვირაა სწავლა განახლდა, თუმცა მოსწავლეების განწყობა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და ეს პოზიტიურად აისახება მათ აქტიურობაზე.
2024-2025 სასწავლო წელი ოშორის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიებით დაიწყო. მოსწავლეებმა სკოლის დაწყება სიმღერით, ცეკვით და საზეიმო ლექსებით აღნიშნეს. სკოლის ეზო და საკლასო ოთახები გაფორმებული იყო საზეიმო დეკორაციებით. ირგვლივ ხალისიანი განწყობა სუფევდა.
აღსანიშნავია, რომ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა სკოლის ახალმა დირექტორმა, სოფიო მელიქიძემ, მან სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ყველას, განსაკუთრებით პირველკლასელებს და მერიის სახელით სიმბოლური საჩუქარი „საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია“ გადასცა.
დირექტორმა ყურადღება გაამახვილა განათლების უპირატესობაზე და სასკოლო საზოგადოებას სკოლის პრიორიტეტები გააცნო.
ღონისძიების დასასრულს კი, სკოლამ წამახალისებელი სიგელები გადასცა ყველა წარჩინებულ მოსწავლეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ