| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დაიწყო. 16 სექტემბერს, სკოლის ზარი კიდევ ერთხელ საზეიმოდ დაირეკა.
მოსწავლეთა განწყობის ამაღლების მიზნით, სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად, დეკორაციებით მოირთო. ეს დღე განსაკუთრებით გამორჩეული და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარში პირველად შეაბიჯეს.
მათ კუთვნილი კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, ხოლო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექტორმა - ნაზი ქამადაძემ ყველა მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა სწავლის დაწყება.
„ვულოცავთ საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. ულევ წარმატებასა და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უხაროდათ სკოლის დაწყება“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა